X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

უკრაინის დელეგაციას თვითმმართველობის გაძლიერების გამოცდილება გაუზიარეს

10 სექტემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების დელეგაციას უმასპინძლეს.

სასწავლო ტური, რომელშიც უკრაინის 10-ზე მეტი ქალაქის თვითმმართველობების 28 საჯარო მოხელე და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი მონაწილეობს, USAID-ის დაფინანსებითა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) თანამშრომლობით ხორციელდება.

სასწავლო ტურის მთავარი თემა “მუნიციპალური გამჭვირვალობა და შესყიდვების პროცესის გაუმჯობესებაა“.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა სტუმრებს ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში გატარებული ღონისძიებების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.

პრეზენტაციების სახით  უკრაინის დელეგაციამ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის, ასევე მუნიციპალური ფინანსებისა და ბიუჯეტის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

სასწავლო ტურის ფარგლებში, დელეგაცია საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებებში, ასევე თბილისის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გამართავს შეხვედრებს, სადაც სტუმრები დეცენტრალიზაციის რეფორმის, შესყიდვების სამოქალაქო მონიტორინგისთვის გამოყენებული მეთოდებისა და პროცედურების, ასევე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ მოისმენენ ინფორმაციას.